ჩვენს შესახებ


 


2022 წლის 15 სექტემბერი. 

პირველი კლასი, პირველი მასწავლებელი, პირველი დღე... 

მიხარია და თან მეშინია მაღალ კედლებში, ფართო დერეფნებში ხალისით დარბიან ჩემი თანატოლები. ირგვლივ ყვავილები, ფერადი ბუშტები, ჭრელი ჩანთები...

 შევდივარ განათებულ კლასში. გაოცებას ვერ ვმალავ, ბუშტებზე დამაგრებული ჩვენი სახელები, პირველი სიაც ასე განსხვავებულად ამოიკითხა მასწავლებელმა. დედა გვერდიდან არ მშორდება და ეს ძალიან მაგულიანებს. ყვითელ სასაცილო მზეს სხივები აკლია , ნეტა სად წასულან? ჩვენი პაწაწუნა ხელები გავშალეთ , შემოვხაზეთ და მზეს ჩვენი სახელობის სხივიც მივამაგრეთ.

 ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ცოდნის გალაქტიკაში .მზე ვარსკვლავია დიდ კოსმოსურ სივრცეში მანათობელი სხივები ჩვენ , ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის პირველი-ბ კლასის მოსწავლეები.








დავასრულეთ მეორე კლასი 2024 წელი 14 ივნისი

0 коммент.:

Отправить комментарий