პროექტი გაკვეთილზე



ეტალონი

ბათუმის N8 სკოლის ორი პედაგოგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულია
24-01-2024


ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ეცნობიან სწავლების თანამედროვე სასწავლო მეთოდებს და ინოვაციურ მიდგომებს და სასწავლო პროცესში წარმატებით იყენებენ. ეს ყველეფერი კი მათ მიღწევებზე აისახება. 

სკოლის პედაგოგებმა - ნათია ცინცაძემ და ია ბლაგიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განხორციელებულ პროგრამაში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გაიმარჯვეს და დაფინანსება მოიპოვეს. 

ნათია ცინცაძემ კონკურსზე - თემა „მედიაწიგნიერება წიგნიერების სადარაჯოზე“ წარადგინა, ია ბლაგიძემ კი - English in Practice.

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსუსრვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 





0 коммент.:

Отправить комментарий